geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე    მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 29 ივლისის N213/02-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მერაბ ხოხობაის 2026 წლის 29 ივლისის N17095/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე)   უფროსი სპეციალისტის  პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება     1130 (ათას ას ოცდაათი) ლარის ოდენობით    (საშემოსავლო გადასახადისა     და     საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser );
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე)   უფროსი სპეციალისტის   პოზიციაზე  დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

•    მობილობის  პროცესის  ორგანიზება  (დოკუმენტების  მიღება  და  წარდგენა  კრედიტების აღიარების კომისიაში, დოკუმენტების მომზადება  აღიარებისათვის).
•   ურთიერთობა კრედიტების აღიარების კომისიასთან კომისიის მდივნის ამპლუაში;

•    სტატუსაღდგენილი  სტუდენტების  შესახებ     ინფორმაციის  მიწოდება  თსუ  სასწავლო დეპარტამენტისათვის (წერილების მომზადება და გაგზავნა).
•   შემოსულ კორესპონდენციაზე მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში.
•   მობილობაში მონაწილე სტუდენტების პირადი საქმეების ორგანიზება.
•    მობილობით  გადმოსულ  და  სტატუსაღდგენილ  სტუდენთა  აღიარებული  კრედიტების შეტანა ბაზაში.
•   წარდგინების მომზადება მობილობით გადმოსულ სტუდენტებზე.

•    ერთიანი    ეროვნული    გამოცდების    გარეშე   ჩასარიცხ    და    ჩარიცხულ    სტუდენტთა საქმისწარმოების კოორდინირება;
საერთაშორისო გაცვლითი   პროგრამებით მიღებული   სტუდენტების სწავლის ორგანიზება;  უწყისების     წარმოება, საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებთან ყოველდღიური     ურთიერთობა, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შესაძლებლობის   ფარგლებში; სასწავლო პროცესთან დაკავშირებული    სხვადასხვა სახის მონაცემების მომზადება; შეფასების უწყისების წარმოება;
•    სასწავლო   პროცესის   მართვის   სამსახურისთვის   დახმარების   გაწევა ეტაპობრივად (აბიტურიენტებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება, დოკუმენტაციების მიღება- მოწესრიგება ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში და სხვა ).
•  ინდივიდუალური   სასწავლო   გეგმის   მქონე   სტუდენტებისთვის   სასწავლო პროცესის ორგანიზება (მათ შორის მსჯავრდებული სტუდენტები).
7. კონკურსში     მონაწილეობის     მსურველ     აპლიკანტს     მოეთხოვება           შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026  წლის 5 აგვისტოდან 2026  წლის 9 აგვისტოს   ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტი.
10. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შტატგარეშე) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის    უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი ( დანართი 1);
11. ბრძანება      სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის   (შტატგარეშე) უფროსი სპეციალისტის  პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს    უნივერსიტეტის    ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026  წლის 15 აგვისტოსი.
14. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  მამუკა  აბესაძე